პაგანი იტალიური ავტომობილი არგენტინული ფესვები…. 600 ცხენის ძალა და 400 კმ/სთ…
ჰორაციო პაგანი მშობლიური არგენტინიდან იტალიაში გადაბარგდა, მაშინ ჯერ კიდებ ახალი ნახშირბადის მოჭკოს (კარბონის) ექსპერტი გახდა და საკუთარი ავტომობილების შექმნა გადაწყვიტა საკმაოდ ამბიციურად ჟღერს არა ? პაგანის ავტომობილები უკანასკნელ ათწლეულში მოდენასთან ახლოს იწარმოება, სადაც “ფერარისა” და “ლამბორჯინის” ქარხნები მდებარეობს.
დღესდღეობით დაახლოებით 75 “პაგანი ზონდა” არის დამზადებული. არსებობს მათი კუპე და “სპაიდერ” ვერსია. “პაგანის” ძრავა “მერსედეს-ბენცის” AMG V12-ია. თავად პაგანის მიერ შექმნილი ძარა თითქმის სრულად კარბონისგან არის დამზადებული და დიდად არ შეცვლილა.
“პაგანი” “მერსედესის” და AMG-ის ძრავებს ეყრდნობა და თითქმის ყოველთვის V12-ს იყენებს, თუმცა მოცულობა შეიძლება იყოს 6, 7 ან 7.3 ლიტრი. სიმძლავრე 400-დან 600 ცხენის ძალამდე მერყეობს, ხოლო წონა დაახლოებით 1250 კილოგრამია.
“პაგანის” ინტერიერი ყოველთვის საინტერესოა, ხოლო სავარძლებს “არ დეკოს” სტილი აქვს (“არ დეკო” 30-იან წლებში პოპულარული დეკორატიული სტილია). ყურადღება მიაქციეთ პედლებს, საჭეს და ინსტრუმენტების პანელის პორმას. გაზის პედალზე დაჭერის შემდეგ ავტომობილი 100 კმ/სთ მდე 4 წამზე ნაკლებ დროში ასწრაფდება.
“პაგანის” ექსტერიერი შესაძლოა “ფერარივით” დახვეწილი არ იყოს, თუმცა შთამბეჭდავი ნამდვილადაა. ეს ეპითეტი უფრო 2006 წლის ჟენევის ავტომობილების გამოფენაზე წარმოდგენილ როდსტერს ეკუთვნის. “პაგანის” მტკიცებით , ღია ავტომობილი კუპესავით მყარია და წონაც იგივე აქვს.
ალბათ მიხვდით პაგანი რომ იაფი არ ღირს, ის თქვენს საბანკო ანგარიშს სავარაუდოდ 500 000 აშშ დოლარით შეამცირებს , მაგრამ თავისი ექსკლუზიურობის გამო ამ ავტომობილს ნამდვილად ვერ დავადანაშაულებ…
No comments:
Post a Comment